ჩვენ შესახებ
ჩვენი მიზანი
Prive AI ქმნის რეალობას , სადაც საგადასახადო საკითხებზე პასუხების მიღება წამებში არის შესაძლებელი. ჩვენ ვაქცევთ რთულ რეგულაციებს გასაგებ რჩევად, ხოლო საათობით ძიებას - წამიერ პასუხებად უახლესი AI ტექნოლოგიის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნასთან შერწყმით, ჩვენ ვაშენებთ მომავალს, სადაც საგადასახადო შესაბამისობა აღარ არის ტვირთი, არამედ ბიზნესის კეთების უწყვეტი და ბუნებრივი ნაწილი. Prive AI-ში ჩვენ გვჯერა, რომ გადასახადების მართვა არ უნდა იყოს რთული, დროის მომთხოვნი ან მხოლოდ მათთვის ხელმისაწვდომი, ვისაც ძვირადღირებული მომსახურების შეძენა შეუძლია. ჩვენი მისიაა გავამარტივოთ საგადასახადო დაბეგვრა როგორც ბუღალტერებისთვის და ფინანსისტებისთვის, ისე ბიზნეს მფლობელებისთვის - დამღლელი პროცესები ეფექტური, ხოლო მაღალი დონის საგადასახადო კვლევა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ჩვენი გუნდი

დავით კანდელაკი
15+ წლიანი გამოცდილება საგადასახადო სფეროში, როგორც სახელმწიფო, ასევე მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციაზე. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი საგადასახადო დაბეგვრაში.


შორენა წიკლაური
პროგრამირებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში 2023 წლიდან. ფინანსური მიმართულებით 15+ წლიანი გამოცდილება მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ და კერძო სექტორის უმსხვილეს კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციაზე. ამჟამად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
